„კოალიცია ცვლილებისთვის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები ცესკოს თავმჯდომარის სახლთან შეიკრიბნენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საბურთალოს ოფისის ახალგაზრდული ფრთის წევრები ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან შეიკრიბნენ.
ახალგაზრდებმა გიორგი კალანდარიშვილის სახლთან საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.
მათივე თქმით, “არის მოპარული” და საზოგადოება “მოპარულ ხმებს დაიბრუნებს”.
“გიორგი კალანდარიშვილის სახლთან მოვედით იმისთვის, რომ შევახსენოთ საზოგადოებისა და ახალგაზრდების პროტესტი. კალანდარიშვილი არის მარიონეტი, სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა რუსული დავალება და საქართველოში რუსული გააფორმა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდები არ შევეგუებით არჩევნების შედეგებს და ყოველდღე გავმართავთ სხვადასხვა ტიპის პროტესტს, რათა ამ რუს ჯალათებს შევახსენოთ, რომ არჩევნები არის მოპარული და საზოგადოება არჩევნებს მაინც დავიბრუნებთ. ჩვენ მზად ვართ, ყველანაირი ბრძოლისთვის”,- აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის” საბურთალოს ოფისის ახალგაზრდული ფრთის წევრი, ლევან გათიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?