კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე უარს ამბობენ.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიცია არ აღიარებს რუსულ სტილში გაყალბებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს და არ ცნობს ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმურობას, ამიტომ, უარი განაცახდეს საპარლამენტო მანდატებზე, დაფინანსებაზე და სხვა პრივილეგიებზე.
“აქედან გამომდინარე, ჩვენი კოალიციის ერთიანი პოზიციაა, არ შევავსოთ თანამდებობის პირის დეკლარაციები. გამჭვირვალეობის პრინციპებისა და კანონის მოთხოვნების დაცვით, ჩვენი, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატების დეკლარაციები შევსებულია 2024 წლის არჩევნებამდე. ახლა, ჩვენი სამშობლოსთვის ამ ისტორიულ მომენტში თითოეული ჩვენგანის ვალია, გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა და ქართველ ხალხთან ერთად პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისა და ახალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევა”- აცხადებენ კოალიციაში.
ქონებრივი დეკლარაციების შევასებაზე უარს აცხადებს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაც.
