“კოალიცია ცვლილებებისთვის” თანახმაა, რომ ტექნიკური მთავრობა პრეზიდენტმა წარადგინოს

“კოალიცია ცვლილებებისთვის” თანახმაა, რომ პრეზიდენტმა არჩევნებამდე წარადგინოს ტექნიკური მთავრობა, რომელიც პოლიტიკოსებით არ დაკომპლექტდება. პარტიის განცხადება მ გაავრცელა.
“პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია “ქართულ ქარტიასთან”. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას,” – აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს, 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ინტერპრეტაციები მოჰყვა “ქართული ქარტიის” ბოლო წინადადებას, რომლის მიხედვით, მთავრობას, რომელიც ასამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, პრეზიდენტი წარადგენს. შესაბამისად, ამ ინტერპრეტაციების გასაფანტად, მან პარტიებს მოუწოდა, კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ქარტიის ყველა სიტყვას ეთანხმებიან.
ეს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო და წარდგენა უნდა მოხდეს არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.