ჯორჯ და ამალ კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება და აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე.
“გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის და 2-წლიანი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე და შემაშფოთებელი ნიშანია. მაშინ, როდესაც მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადადის, Trial Watch-ი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესების სამართლიანობას შეაფასებს”- ნათქვამია განცხადებაში.




