“ლივერპულის” კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა მიმდინარე სეზონში “მერსისაიდელების” ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, კლუბის მესვეურებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბრწყინვალედ იმუშავეს, თუმცა ჯერჯერობით ეს ყველაფერი გუნდის შედეგებში არ აისახება.
“ჩემი აზრით, კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბრწყინვალედ იმუშავა, მაგრამ ჯერჯერობით ეს შედეგებში არ აისახება. მართალია, რომ კარგი ფეხბურთელები დავკარგეთ, ისინი ბოლო წლების განმავლობაში გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იყვნენ, მაგალითად ლუის დიასი, დარვინ ნუნიესი და ჯარელ ქუანსა.
ჩვენ ისინი ხარისხიანი მოთამაშეებით უნდა შეგვეცვალა, თანაც ვნახეთ როგორი რთულია სატრანსფერო ფანჯარაზე მიზნის მიღწევა, მაგრამ კლუბმა ამის გაკეთება მოახერხა. ახლა გვჭირდება, რომ ყველა ტურნირზე წარმატებას მივაღწიოთ, ეს ჩვენი მიზანია”, – ვან დაიკის სიტყვებს Liverpool Echo ციტირებს.
შეგახსენებთ, პრემიერლიგაში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ ინგლისური გუნდი პრემიერლიგაში მეორე ადგილს იკავებს.
“ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია” – რუმინეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იურგენ კლოპზე
მორიგი დარტყმა “ლივერპულის” ფანებს პსჟ-სგან – რაზე ესაუბრნენ პარიზული კლუბის პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი ვირჯილ ვან დაიკს? [VIDEO]
მესი, ხვიჩა, ოსიმენი… – “კვარა” The Athletic-ის მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა
ვან დაიკმა მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა
“ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია” – რუმინეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იურგენ კლოპზე
[PREVIEW] ჩემპიონთა ლიგა დიდებული თამაშით ბრუნდება
ახალგაზრდა თურქი “ლივერპულში”? იურგენ კლოპი დაცვის გაძლიერებას გეგმავს
“ალ ნასრს” ვან დაიკის დამატება სურს
