“4 ოქტომბერს, ჩვენ ქუჩებს დავიკავებთ” – ამის შესახებ კლუბი “ბასიანი” წერს და მოქალაქეებს მოუწოდებს, ხვალ, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციაზე შეიკრიბონ.
მათი განცხადებით, “თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების პარალელურად, საქართველოში საპროტესტო ტალღა არა მხოლოდ გრძელდება, არამედ თანდათან იძენს იმპულსს”.
დღეს BASSIANI-ს 11 წელი შეუსრულდა.
თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების პარალელურად, საქართველოში საპროტესტო ტალღა არა მხოლოდ გრძელდება, არამედ თანდათან იძენს იმპულსს და ჩვენ, როგორც ყოველთვის, ძალების გაერთიანება გვჭირდება, ამიტომ ჩვენი საიუბილეო 48-საათიანი კლუბური საღამო ერთი კვირის შემდეგ, 10 ოქტომბერს გაიმართება.
ხვალ, 4 ოქტომბერს, ჩვენ ქუჩებს დავიკავებთ. მოვუწოდებთ ყველას, ადექით და შევიკრიბოთ აქციაზე 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე,” – წერს კლუბი ბასიანი.