Globo.com-ის ინფორმაციით, 42 წლის დანი ალვეში პორტუგალიის მესამე ლიგის ბინადარი გუნდის “საო ჟოაო ვერის” ყიდვას გეგმავს. საინტერესოა, რომ თუ გარიგება მართლაც შედგება, ლეგენდარული ბრაზილიელი მცველი კარიერის განახლების ვარიანტსაც განიხილავს.
მისი სურვილია, რომ მოედანს 6 თვით დაუბრუნდეს და თავის კლუბს გაეხმაროს. ის ასევე გეგმავს კლუბის სპორტულ და ადმინისტრაციულ მართვაში მონაწილეობას.
ინფორმაციისთვის, ზემოთ ხსენებული პორტუგალიური გუნდი რანგით მე-3 ლიგაში ბოლოს წინა მე-9 ადგილზე გახლავთ. რაც შეეხება ალვეშს, მან კარიერა 2022 წელს მექსიკურ “პუმასში” დაასრულა.
ამის შემდეგ ბრაზილიელი სკანდალში გაეხვა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 წელი ციხეშიც გაატარა, თუმცა 2025 წლის მარტში ის გაამართლეს და გაათავისუფლეს.
სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა – ალვეშს შესაძლოა, ციხეში ახალი ბრალდება წაუყენონ
“მას არ მივატოვებ” – დანი ალვეში ციხეში მეუღლემ მოინახულა
სექსი ორმხრივი შეთანხმებით – უდანაშაულო დანი ალვეში ერთი წელი ციხეში იჯდა
“გააცნობიეროს, რომ სავარაუდო მოძალადე უყვარს” – გაუპატიურებაში ბრალდებული ალვეშისა და მისი ყოფილი მეუღლის შერიგების დეტალები
ალვეშმა ციხეში დიდი დარტყმა მიიღო – ის ზოგჯერ საკვებზე უარს აცხადებს
ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა




