“კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით” – ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა

ლონდონის “ჩელსის” განაპირა მცველმა მარკ კუკურეიამ The Athletic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბს ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ენცო მარესკას გათავისუფლების გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.
ესპანელი ფეხბურთელის თქმით, მაშინ, როცა “ჩელსის” იტალიელი წვრთნიდა, გუნდმა იცოდა რისთვის იბრძოდა.
“ენცო მარესკასთან ერთად, თავს უფრო სტაბილურად ვგრძნობდით, რადგან ჩვენ ერთად 18-თვის განმავლობაში ვმუშაობდით.
ზოგჯერ შუა თამაშის დროს, სისტემის შეცვლაც გვიწევდა, მაგრამ ეს პრობლემა არ იყო, რადგან ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ამ ყველაფრის გაცნობიერება დროს მოითხოვს.
შეხედეთ “არსენალს”, ისინი უამრავი ტიტულის მოსაგებად იბრძვიან, ამ გუნდს მიკელ არტეტა თითქმის 7 წელია, რაც ავარჯიშებს, ბევრი ტიტული კი არ მოუგიათ, მაგრამ “მეთოფეების” ხელმძღვანელები პროექტს ბოლომდე ენდვნენ და ამ ყველაფერს ნელ-ნელა შედეგი მოაქვს.
ყველა ფეხბურთელმა ვიცოდით, რას ითხოვდა ჩვენგან მარესკა. მსოფლიო საკლუბო თასის მოგებაც დაგვეხმარა; ეს აძლიერებს გუნდურ კავშირებს და ზეიმის დროს შესანიშნავი ურთიერთობები ყალიბდება. როდესაც მწვრთნელი თავდაჯერებულობას გინერგავს და გაძლევს ტიტულებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას, მზად ხარ მისთვის სიცოცხლეც გასწირო.
ასე რომ, მარესკას გათავისუფლებამ ჩვენზე ღრმა გავლენა მოახდინა და ახლა ვისჯებით. კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო, რასაც პირადად მე, არ გავაკეთებდი”, – განაცხადა კუკურეიამ.
შეგახსენებთ, “ჩელსიში” მარესკა ლიამ როსენიორმა შეცვალა. სხვათა შორის, “ჩელსის” ყოფილ მწვრთნელს “არისტოკრატების” კიდევ ერთი ფეხბურთელი ენცო მარესკაც გამოექომაგა, არგენტინელმა აღნიშნა, რომ მარესკას მკაფიო ხედვები ჰქონდა და მისმა წასვლამ გუნდი დააზიანა.