Get German Football News-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპმა, შესაძლოა, გერმანიის ნაკრები ჩაიბაროს, ეს ყველაფერი კი ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ მოხდება.
მოგეხსენებათ, “ლივერპულის” ამჟამინდელმა თავკაცმა თქვა, რომ ამ სეზონის შემდეგ ინგლისურ კლუბს დატოვებს და დროებითი, 1-წლიანი პაუზის აღებას გეგმავს.
გერმანიის საფეხბურთო კავშირი მზადაა, კლოპს 2025 წლის მარტამდე დაელოდოს, იქამდე კი დროებით ნაკრებს სანდრო ვაგნერი გაუძღვეს.
ინფორმაციისთვის, გერმანელებს ევროპის ჩემპიონატზე იულიან ნაგელსმანი დამოძღვრავთ.
