კლოპი “ატალანტასთან” მატჩის წინ: ევროპის ლიგის მოგება გვინდა

ევროპის ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში დღეს “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ატალანტას” დაუპირისპირდება.
მატჩის წინ “მერსისაიდელთა” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ ამ ტურნირის მოგება სურს.
“როდესაც ევროპის ლიგაში ჩავებით, გვინდოდა, რაც შეიძლება შორს გავსულიყავით. ახლა ჩვენ 2-მატჩიან დუელში “ატალანტა” უნდა დავამარცხოთ, რაც ძალიან რთული იქნება, რადგან მათ ისეთი მწვრთნელი უდგათ სათავეში, როგორიც გასპერინია და მან უზარმაზარი სამუშაო გასწია.
ტრიბუნების მხარდაჭერა კვლავ ძალიან გვჭირდება. იმედი მაქვს, მეოთხედფინალური ეტაპისთვის მზად ვართ. ფეხბურთში მოღვაწე ადამიანი ვარ, ჩვენ კი ამ ტურნირში ვმონაწილეობთ და ევროპის ლიგის
მოგება ძალიან მინდა”, – ციტირებს კლოპს Eurosport.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში