კლიჩკო ხალხს ს დატოვებას ურჩევს – დედაქალაქი გათბობის გარეშეა

უკრაინული მედიის თანახმად, ს საცხოვრებელი კორპუსების ნახევარი, თითქმის 6000 კორპუსი, ამჟამად გათბობის გარეშეა, რადგან დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა „მტრის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაზიანდა“.
მედიასთან ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
ქალაქში ასევე შეფერხებით მიეწოდება წყალი.
„კომუნალური სამსახურების თანამშრომლები, სოციალურ დაწესებულებებს, კერძოდ, საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებს ელექტროენერგიით მობილური წყაროებიდან ამარაგებდნენ“, – განაცხადა კლიჩკომ.
მისი განცხადებით, 9 იანვრის ღამეს კიევზე განხორციელებული ერთობლივი თავდასხმა დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ყველაზე მტკივნეული იყო.
„ქალაქის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სამწუხაროდ, პროგნოზის თანახმად, უახლოეს დღეებში ამინდის პირობები რთული იქნება.
მივმართავ დედაქალაქის მცხოვრებთ, ვისაც აქვს შესაძლებლობა, დროებით დატოვონ ქალაქი. წავიდნენ იქ, სადაც არის ელექტროენერგიისა და გათბობის ალტერნატიული წყაროები“, – დაასკვნა კლიჩკომ.
8 იანვრის საღამოს კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინის დედაქალაქს ს ფედერაციამ დრონებით შეუტია. დესნიანსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელი შენობის სახურავს შეეჯახა.
კიევზე ს თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
კიევის რეგიონში დაზიანებისა და ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ცალკეული სამგზავრო მატარებლების მოძრაობაში შეფერხებულია.
9 იანვრის დილის მონაცემებით, რუსული დაბომბვის შემდეგ კიევსა და კიევის რეგიონში 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტოენერგიის გარეშე დარჩა.