ჩვენ მასთან [დონალდ ტრამპთან] ვიმუშავებთ, თუკი მას [აშშ-ს პრეზიდენტად] აირჩევენ. მაგრამ ნაჩქარევი არ ვიქნებოდი, რადგან ახლა ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის მტვერში ვართ. ამასთანავე, ძალიან განსხვავებული იქნება ის, თუ რას იტყვიან უკრაინის შესახებ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. და რესპუბლიკური პარტია ყოველთვის იყო ანტი-რუსული, და ვერ ვხედავ, რატომ დაუჭერს ახლა პუტინის მოტივებს მხარს. ვაშინგტონში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რუსული დიქტატურა დასავლური დემოკრატიული საზოგადოებებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
უპასუხა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ჟურნალისტის კითხვაზე, ეშინია თუ არა მას 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამარჯვების.