კლიჩკომ “აზოვის” 11 სამხედრო დააჯილდოვა

23
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, დედაქალაქის ჯილდოები გადასცა, საქალაქო საბჭოს სხდომაზე, უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსის „აზოვის“ 11 სამხედროს.
“სამხედროები ყოველდღიურად ასრულებენ საბრძოლო მისიებს, საფრთხეში იგდებენ სიცოცხლეს, რათა უზრუნველყონ უკრაინის თავისუფლება და დემოკრატია. ისინი აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლისთვის! მადლობას ვუხდით მცველებს გამარჯვებისა და გმირობისთვის! და პატივს მივაგებთ დაღუპული გმირების ხსოვნას და გმირობას” – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია