“კლიპერსმა” “დალასი” 19 ქულიანი სხვაობით დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “დალას მავერიკსი” 107:88 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან პოლ ჯორჯმა 25 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ნორმან პაუელმა თავი 15 ქულით, 3 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
სტუმართა შემადგენლობიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 30 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
კაირი ირვინგმა აქტივში 26 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ამრიგად, “კლიპერსი” 7 გამარჯვებითა და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 28 ნოემბერს, “დენვერ ნაგეტსთან” გამართავს.