“კლიპერსმა” ბრჭყალები გამოაჩინა? კალიფორნიელების ზედიზედ მე-4 გამარჯვება [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “პორტლენდ ტრეილბლეიზერსი” 132:127 დაამარცხა.
კავაი ლეონარდმა თავი 34 ქულით, 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
ჯეიმს ჰარდენმა და პოლ ჯორჯმა 20-20, ივიცა ზუბაცმა კი 18 ქულა დააგროვა.
“ტრეილბლეიზერსის” შემადგენლობიდან ანფერნე სიმონსმა გუნდს 38, ხოლო შაედონ შარპმა 27 ქულა შესძინა.
ამრიგად, “კლიპერსი” ზედიზედ 4, ჯამში კი 12 გამარჯვება და 10 წაგება დაუგროვდა, რითაც დასავლეთში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს, “საკრამენტო კინგსთან” გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში