კლინიკებში აქციაზე დაშავებული 7 პირია გადაყვანილი, მათ შორის 2 სამართალდამცავია – თამარ გაბუნია

სხვადასხვა კლინიკაში აქციაზე დაშავებული 7 პირია გადაყვანილი, მათ შორის 2 სამართალდამცავია – დაშავებულების ნაწილს ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, დაშავებულების ნაწილს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები.
„დაშავებულია 2 პოლიციელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა კავკასიის მედიცინის ცენტრში. მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანება, ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს ტრავმა. ორივე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე. ასევე, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იყო 5 მოქალაქე სხვადასხვა სახის დაზიანებით. მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ“, – აღნიშნა გაბუნიამ.