“კლინიკების აკრედიტაციის პროცესში ფინანსები პრობლემად რჩება” – ასოციაცია

“აკრედიტაციის პროცესი განსაკუთრებით პრობლემური რეგიონებშია” – ამბობს ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ნინო კიკნაძე. მისი თქმით, რეგიონებში პრობლემაა, როგორც ადამიანური რესურსი, ისე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ფინანსების მოძიებაც.
“აკრედიტაციის პროცესში ფინანსები პრობლემად რჩება. გვიანდება ჩარიცხვები, არის ვადაგადაცილება. ზოგ კლინიკას ძველი დავალიანების ნაწილიც კი არ მიუღია. ბევრი რამ დაატყდათ თავს კლინიკებს, ეს არის რეანიმაციის თუ ქირურგიის სტანდარტები დაკმაყოფილება.
ეს პროცესი არ იქნებოდა ასეთი რთული, რომ ბევრი რამ ერთად არ ყოფილიყო და დროული რომ ყოფილიყო დაფინანსების დროული მიღება. შეიძლება ჩანაფიქრში სწორია აკრედიტაცია, იმიტომ რომ ეს ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მაგრამ ამას ბევრი კომპონენტი უნდა სდევდეს თან,”- აცხადებს ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ნინო კიკნაძე.