კლინიკა “ჰელსიკორში”, სადაც პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი, სამართალდამცველები მივიდნენ

კლინიკა “ჰელსი კორში”, სადაც მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი, საპოლიციო ძალები მივიდნენ.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. მათ განმარტება არ გაუკეთებიათ, თუ რასთან დაკავშირებით შევიდნენ საავადმყოფოს შენობაში.
“არ მქონია მასთან კომუნიკაცია, არ ვიყავით ერთად და რომ გადმოიყვანეს, შემდეგ მოვედი. ახლა როგორც მითხრეს, ოთახში არის შესული სპეცრაზმი და სავარაუდოდ (გამოიყვანენ). ასეთი პრეცედენტი არა მგონია, მსოფლიოში სადმე ყოფილიყო, რომ სტაციონარიდან გამოეყვანათ”, – განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ, პაატა ბურჭულაძის შვილმა.
პაატა ბურჭულაძე კლინიკაში აქციიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადით გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია