კლინიკაში, სადაც ბურჭულაძეა მოთავსებული სპეცრაზმი  მივიდა

კლინიკაში, სადაც ბურჭულაძეა მოთავსებული სპეცრაზმი  მივიდა.

პაატა ბურჭულაძის შვილი აცხადებს, რომ ის თავს შეუძლოდ გრძნობს. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მსოფლიო ბანი დააკავონ.

აგრესიულად შემოვარდნენ, ერთი სიტყვაც არ გვიპასუხეს და შესულები არიან. რასაკვირველია, მოლოდინი იყო [დაკავების].

ვერ გეტყვით [როგორ გაგრძელდება], ყველაფერი უნდა დავალაგოთ თავში, რა მოხდა საერთოდ, რა იყო ეს ყველაფერი და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძის შვილმა. 

ადგილზე იმყოფება მსოფლიო ბანის ცოლიც, თუმცა მას არ უშვებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანი 4 ოქტომბრის აქციაზე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება