გორში დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკა “გორმედშია“ გადაყვანილი.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ხათუნა შრუბის ინფორმაციით, დაშავებულებს მრავლობითი შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდათ, ორივე ახალგაზრდას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში.
