უახლოეს ათწლეულებში, ფრენის დროს ტურბულენტობა გაიზრდება კლიმატის ცვლილებების შედეგების გამო, – ამის ნათქვამია შესახებ ბრიტანეთის რიდინგის უნივერსიტეტის (University of Reading) კვლევაში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ტურბულენტობა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა რამაც გავლენა მოახდინა ჰაერის ნაკადებზე კრეისერულ სიმაღლეებზე.
ჩრდილო ატლანტიკის თავზე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საჰაერო მარშრუტზე ძლიერი ტურბულენტობა უკვე გაიზარდა 55%-ით და წელიწადში თითქმის 30 საათს შეადგენს (2020 წლის მონაცემებით), საშუალო სიმძიმის ტურბულენტობა გაიზარდა 37%-ით და 96 საათზე მეტს შეადგენს, ხოლო მსუბუქი ტურბულენტობა 17%-ით და 547 საათს შეადგენს.
როგორც უნივერსიტეტის მკვლევარი და კვლევის წამყვანი ავტორი, ჯოანა მედეიროსი აღნიშნავს, ქარის ძვრის გაზრდა და სტაბილურობის შემცირება ხელსაყრელ პირობებს ქმნის სუფთა ჰაერზე ტურბულენტობისთვის — უხილავი, უეცარი ბიძგებისთვის, რომლებმაც შეიძლება თვითმფრინავი მოულოდნელად შეარყიოს. ქარიშხლით გამოწვეული ტურბულენტობისგან განსხვავებით, ამ ტიპის ტურბულენტობა რადარზე არ ჩანს, რაც პილოტებს მის თავიდან აცილებას ურთულებს.
პრობლემა გააგრძელებს გავლენას მთელ მსოფლიოში ფრენებზე, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნახევარსფეროში, – ამის შესახებ ნათქვამია კიდევ ერთ სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Journal of the Atmospheric Sciences.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე
