კლიმატის ცვლილების გამო, ლუდმა, შესაძლოა, გემო შეიცვალოს – რას ამბობენ მეცნიერები

კლიმატის ცვლილების გამო ლუდმა, შესაძლოა, მომავალში შეიცვალოს გემო და ევროპის ზოგიერთ რეგიონში გაცილებით მაღალ ფასებში გაიყიდოს.
ეს სცენარი სავარაუდოდ 2021-2050 წლებშია მოსალოდნელი. იგი დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო გვალვების გაზრდის რისკთან, რაც გახდება ლუდის წარმოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის – სვიის მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირების საფუძველი. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში.
„კვლევა გვიჩვენებს ევროპაში ტრადიციული არომატული სვიის ხარისხისა და რაოდენობის შემცირებას კლიმატით გამოწვეული ცვლილების შედეგად და მოითხოვს სასწრაფო ადაპტაციის ზომებს საერთაშორისო ბაზრის ქსელების სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადეს მეცნიერებმა.
ლუდის მწარმოებლები დიდ ბრიტანეთში, სლოვენიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში განსაკუთრებულ გავლენას განიცდიან.
მეცნიერები ამბობენ, რომ ფერმერებს მოუწევთ „ადაპტირდნენ“ ასეთ ცვლილებებთან და იფიქრონ იმაზე, თუ როგორ დაიცვან თავიანთი მოსავალი გვალვისა და განადგურებისგან.
„24 საათში, Youtube-ზე, „ტრენდებში“ პირველ ადგილზე“ – ს ახალ კლიპს 100 ათასზე მეტი ნახვა
„მკვლელის დედა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემმა შვილმა მოკლა თქვენი შვილიო“ – 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები