კლიმატის ცვლილებით საუკუნოვან მეღვინეობებს განადგურება ემუქრება

· ევროპის ყველაზე სახელგანთქმული ღვინის ჯიშები ცოტახანში აღარ იარსებებს, რადგან საუკუნოვან მეღვინეობებს განადგურება ემუქრება.
·
· მრავალი ცნობილი ღვინის ჯიში უმკაცრეს ბუნებრივ პირობებში ციცაბო ფერდობებზე მძიმე მექანიკური შრომის შედეგად მოჰყავთ.
·
· კლიმატური კრიზისი და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები იქაური სოფლების დაცარიელებას იწვევს, რაც მიწის გაუდაბურებითა და საუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციის მოსპობას გამოიწვევს.
ყველაზე თვალწარმტაცი და უნიკალური მეღვინეობის რეგიონები ყველაზე რთული მოსავლელია.
ამ რეგიონების ვენახები ე.წ. „გმირულ მეღვინეობას“ ეკუთვნის, რადგან იქაური ყურძენი ექსტრემალურ პირობებში იზრდება, მაგალითად, ზღვის დონიდან 499 872 მეტრზე ან უფრო დიდ სიმაღლეზე, ციცაბო ფერდობებზე, პატარა კუნძულებსა და ტერასებზე. ასეთ ადგილებში ყურძნის მოყვანა მართლაც გმირობის ტოლფასია.
„მევენახეებს გმირული ძალისხმევის ფასად უჯდებად არახელსაყრელ პირობებში ყურძნის მოყვანა. თითქმის ყველა სამუშაო ხელით სრულდება“, აცხადაბენ პადოვას უნივერსიტეტის მკვლევრები iScience-ში გამოქვეყნებულ სტატია „წინარე ისტორიაში“.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კლიმატური ცვლილების გამო მევენახეობას ზემოხსენებულ რეგიონებში ექსტრემალური პირობები და სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შეცვლა გაქრობის პირას მიიყვანს. ეს კი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას მოასწავებს.
„ჩვენ სასოფლო-სამეურნო პროდუქტის დაკარგვისა და ლანდშაფტის ცვლილების რისკის წინაშე ვდგავართ, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს ადგილობრივ ეკონომიკაზე. იქაური ხალხების ისტორიასა და კულტურული მემკვიდრეობაზე“ — წერენ „წინარე ისტორიის“ ავტორები.
მსოფლიოს ზოგიერთი სახელგანთქმული ღვინის სახეობა სწორედ „გმირულ მევენეხეებს“ მოჰყავთ პორტუგალიის, ესპანეთის და იტალიის რეგიონებში.
“მევენახეობა ციცაბო ლანდშაფტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის დარგია. ევროპაში მრავლადაა ასეთი სახელგანთქმული მევენახეობა (მაგ.: პორტვეინი, პროსეკო, პასიტო)“ — აღნიშნავენ სტატიის ავტორები. „ლანდშაფტები, რომლებისთვისაც „გმირული მევენახეობაა“ დამახასიათებელი, გაეროს, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობადაა აღიარებული. ცნობილი ღვინის, რესტორნების ქსელების, რელიგიის და ხელოვნების უნიკალურმა კომბინაციამ იქ ოპტიმალური პირობები შექმნა ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისთვის. მიუხედავად ამისა, ის ადგილები საფრთხეშია კლიმატური ცვლილების გამო. კლიმატური კრიზისით გამოწვეული ამინდის ცვალებადობის გახშირებამ დააჩქარა ნიადაგის ეროზია. ძლიერი ნალექი მეწყერს იწვევს, ხოლო წყლის ჩადინების ოპტიმალური სისტემების შექმნის საკითხი მოგვარებული არ არის. ამის გამო ფერდობები შეიძლება ჩამოიშალოს და უნიკალური მეღვინეობის რეგიონები საუკუნოვანი ისტორიით გაუდაბურდებიან. დამატებითი პრობლემაა გვალვები, მსგავსი 2022 წელს უკვე ვიხილეთ. საუბედუროდ, არც სარწყავი არხების სისტემაა გამართული“ — აღნიშნავენ ავტორები.
მკვლევრების თქმით, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები დამატებით პრობლემებს უქმნის „გმირულ მეღვინეობას“.
„გასული საუკუნის ბოლო ნახევრში ხალხმა მასობრივად დატოვა სოფლები და ვრცელი ტერიტორიები გაუკაცრიელდა. ახალი თაობები მოწადინებულნი არ არიან იმუშაონ მძიმე პირობებში მცირე შემოსავლისთვის“ — აღნულია სტატიაში.
კვლევის ავტორები არსებული პრობლემების გადაჭრის რამდენიმე გზასაც გვთავაზობენ, მაგალითად: მცირე მოცულობის წყლის საცავების აშენება, ფერმერთა, მეცნიერთა და მომხმარებელთა შორის დიალოგი და თანამშრომლობა — ნახსენებია Cell Press-ში.
„წარმატების მიღწევის გზას მევენახეების ტრადიციული ცოდნისა და უახლესი სამეცნიერო მიღწევების გაერთიანებაში ვხედავთ“ — წერენ „წინარე ისტორიის“ ავტორები. „ფერმერებმა უნდა ითანამშრომლონ მეცნიერებთან ინვესტიციების ოპტიმიზაციის საკითხში, რათა უფრო ეფექტური, მდგრადი და დაცული სოფლის მეურნეობა შექმნან. ეს მომგებიანი თანამშრომლობაა არსებული კლიმატური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად“.
სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, ლილიან მეტრეველი
წყარო: Ecowatch.com
greenpole.org

ასევე დაგაინტერესებთ