კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო მესტიისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია

მესტიისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. ზუგდიდი-ხაიში-მესტიის ცენტრალურ მონაკვეთზე დიდი მოცულობით კლდოვანი მასა ჩამოვიდა და გზა ჩახერდგა.
ადგილზე მძიმე ტექნიკა და პოლიციაა მობილიზებული. ვერ ხერხდება მესტიიდან პაციენტების გადმოყვანა, მანქანების გრძელ რიგში დგანან ტურისტები და ადგილობრივები, რომლებიც 4 საათზე მეტია გზის გახსნას ელოდებიან.
შემთხვევა ხაიში ჭუბერის გადასახვევთან მოხდა, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, გზების დეპარტამენტის დაახლოებით 3 საათია მოძრაობის გახსნას ცდილობს.
ადგილზე ქვათაცვენა 4 დღის წინაც იყო.
ავტორი: ემა გოგოხია.