კლარნეტის კვირეული Bip 2025 დასრულდა

ერასმუს+ მობილობის ფარგლებში დასრულდა კლარნეტის კვირეული Bip 2025, რომელიც სიცილიაში, ქალაქ მესინაში, ა.კორელის სახელობის კონსერვსტორიაში ჩატარდა.
პროექტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტები, პროფესორები, მუსიკოსები და ადმინისტრატორები. მათ შორის იყვნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი კლარნეტისტი დიმიტრი ბოქოლიშვილი და ადმინისტრაციიდან თათა ინაშვილი, როგორც ერთ-ერთი მენეჯერი პროექტის ორგანიზების საკითხებში.
ჩატარდა მასტერკლასები, ტრენინგები და კონცერტები.
იტალიის მხრიდან პროექტის ორგანიზატორი გახლდათ პროფესორი ჯუზეპე კორპინა, მესინის კონსერვატორიის სასწავლო და საერთაშორისო დეპარტამენტი.