“კი, ძალიან კარგ ურთიერთობაში ვარ და ეს არის…” – კრისტი ყიფშიძის პასუხი პირად ურთიერთობებზე – Marao

ამის შესახებ მოდელმა კრისტი ყიფშიძემ ბლოგერ თინანო ბუჩუაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. კრისტიმ აღნიშნა, რომ ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის მოსმენა და საკუთარ თავთან ურთიერთობაა:
“კი, ვარ ურთიერთობაში. ძალიან კარგ ურთიერთობაში ვარ და ეს არის ჩემი საკუთარი თავი. როცა ამბობენ – შეიყვარე შენი თავი – ზოგი ადამიანი ვერ ხვდება, ეს რას გულისხმობს. ჰგონიათ, რომ ნარცისი უნდა გახდე, მაგრამ ასე არაა. პირველ რიგში, სწორედ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე სარკეში რომ იყურები, უნდა გრძნობდე, რომ ეს ის ადამიანია… სხვანაირი შენი თავი უნდა დაინახო და აღმოაჩინო.
ბოლო 1-2 წელია, რაც ეს ვიგრძენი და გავაცნობიერე მძაფრად. მანამდე ძალიან ბევრი პრაქტიკაც გავიარე, იქნებოდა ეს მედიტაცია და ფსიქოლოგთან ვიზიტი.
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაიმე პრობლემა არ აქვს, ან რამეზე არ ნერვიულობს. მეც ავად ვიყავი და იმ პერიოდში დიდი დრო გავატარე მარტომ, საკუთარ თავთან. რაღაცები უნდა მოხდეს, რომ გადაფასება შეძლო და მეტად დააფასო საკუთარი თავი”, – ამბობს კრისტი ყიფშიძე.
კრისტი ყიფშიძე ძველი თაობის იმ მოდელებს მიეკუთვნება, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობას დღემდე აქტიურად აგრძელებენ. კარიერა 30 წლის წინ დაიწყო – მისი სახელი ყველასთვის ცნობილია. გამორჩეული გარეგნობის გარდა, ძალიან დიდ ყურადღებას იქცევდა მისი პირადი ცხოვრებაც.
“დავიბადე თბილისში, ეს ჩემი საყვარელი ქალაქია. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ ცხოვრება თბილისის გარდა სხვაგან არ შემიძლია. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, კარგი მოსწავლე ვიყავი. მოდელობაზე არასდროს მიოცნებია. სკოლის პერიოდში სპექტაკლებში მიმიღია მონაწილეობა და სცენა ძალიან მიყვარდა.
1994 წელს დავიწყე სამოდელო კარიერა. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მეგობარმა შემომთავაზე ჩვენებაზე გამოსვა. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და დაუჯერებელი შემოთავაზება იყო. მაშინ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა იყო, ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის კარგი გამოწვევა იყო და მაშინვე დავთანხმდი.
ჩვენებაში ჩემთან ერთად ლიკა ქავჟარაძე გამოდიოდა. კარიერაში წარმატება თავისით მოდიოდა. რა თქმა უნდა, ნიჭი, გარეგნობა და შრომისმოყვარეობაც უნდა გქონდეს. მუშაობა არასდროს მეზარებოდა. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ბედნიერებას მანიჭებს” – ამბობდა კრისტი ყიფშიძე.