კი ევროპას! არა რუსულ კანონს! – მარში რესპუბლიკის მიედნიდან პარლამენტამდე

დღეს, 9 აპრილს, 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე “თავისუფლების მარში” გაიმართება. მარშის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას.
რუსული კანონი, ცალსახად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციას. შესაბამისად, მარშის მიზანი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.
“შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება ! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.
რუსული კანონი ბიუროს სხდომაზე გუშინ, 8 აპრილს განიხილეს. პირველი კომიტეტი, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტს განიხილავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იქნება. განხილვა ორშაბათს, 15 აპრილსაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ წელს კანონპროექტს მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, მაშინ, როცა შარშან ის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა კომიტეტებმაც განიხილეს. არადა, როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ განაცხადა, კანონპროექტში არაფერია შეცვლილი გარდა სახელწოდებისა.
ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციამ მოითხოვა, კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, განსახილველად გადაეცეს სხვა კომიტეტებსაც, ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ჩათვლით. უმრავლესობამ ეს წინადადება არ გაიზიარა. სხდომის წამყვან გიორგი ვოლსკის თქმით, სხვა კომიტეტების წევრებს შეუძლიათ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას დაესწრონ.
ამავე თემაზე:

ასევე დაგაინტერესებთ