კიტ კელოგი – 28-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება კარგი გეგმაა

28-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება კარგი გეგმაა, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს და მადლიერების დღის კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რათა საბოლოო შედეგს მივაღწიოთ. მჯერა, რომ ამის მიღწევის შანსი გვაქვს. ვფიქრობ, დოკუმენტში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დანართი უნდა შევიტანოთ. ცოტა ხნის წინ ჯარედ კუშნერს ვესაუბრე და ამას გეგმაში შევიტანთ, მაგრამ ეს სამუშაო დოკუმენტია. ეს კარგი გეგმაა. მასში არის საკითხები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს, მაგრამ მიზანთან თითქმის ახლოს ვართ. ვფიქრობ, როდესაც ზელენსკი -ში ჩამოვა და სავარაუდოდ, ის ჩამოვა, თუმცა ამის გარანტია არ არის, შეძლებს თქვას, რომ ეს კარგი გეგმაა“, – განაცხადა კელოგმა.
მისი თქმით, აშშ-ს „არ სურს, რომ ისტორია განმეორდეს“.
„ჩვენ არ გვსურს, რომ ისტორია განმეორდეს. ბუდაპეშტის მემორანდუმის დაბრუნება არ გვსურს, ასევე, ჩვენ მინსკი 1-ის ან მინსკი 2-ის დაბრუნება არ გვსურს“, – აღნიშნა კელოგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია