კარგია, ეს კლასიკური დონალდ ტრამპია – ყოველთვის მზად იმისთვის, რომ ჩაერთოს, – ასე ეხმაურება უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის ტეხასში წყალდიდობის დროს ადამიანების დაღუპვის გამო გამოხატული სამძიმრისთვის.
„ორივე პრეზიდენტი აღიარებს მშვიდობიან დროსა და ომში ახალგაზრდების დაღუპვის გამო გამოწვეულ ტკივილს. თანაგრძნობა ლიდერობის მთავარი ნაწილია“, – წერს კელოგი.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან საუბარი „ალბათ ყველა დროის საუკეთესო იყო“. „ალბათ [ტრამპთან] ეს საუბარი ყველა დროის საუკეთესო იყო, მაქსიმალურად პროდუქტიული. საჰაერო თავდაცვის თემატიკაც განვიხილეთ და მადლობელი ვარ დასახმარებლად მზადყოფნისთვის. სწორედ Patriot-ებია ბალისტიკისგან დაცვის გასაღები,” – განაცხადა ზელენსკიმ.ა
