კიტ კელოგი – სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს -ის, გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები დაესწრებიან

აშშ-ის პრეზიდენტ ს სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ სა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში, რომელიც 2 ივნისს სტამბოლში გაიმართება, მონაწილეობას -ის, საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული ლიდერების მრჩევლები უსაფრთხოების საკითხებში
კელოგის თქმით, მოსალოდნელია, რომ ისინი ცალ-ცალკე შეხვედრებს გამართავენ უკრაინისა და ს დელეგაციებთან.
ს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინისგან მიიღო 22-პუნქტიანი მემორანდუმი, რომელშიც აღწერილია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები. ეს დოკუმენტი პარიზსა და ლონდონში ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებების შედეგია.
ამასთან, მისი თქმით, ს ჯერ არ მიუღია ს მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებებით. კელოგმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ პასუხის ამ არარსებობამ, შეიძლება, სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებიდან უკრაინის დელეგაციის გასვლა.
„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი პუტინს ესაუბრა, მან თქვა, რომ მემორანდუმს ერთ კვირაში წარადგენდა. მაგრამ ჩვენ ის ჯერ კიდევ არ გვინახავს. უკრაინელებს ის არ უნახავთ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, ვკითხე, ნახა თუ არა და მან უპასუხა, რომ არა. ასევე ვესაუბრე უკრაინის მთავარ მომლაპარაკებელს, რუსტემ უმეროვს, რომელიც მომავალ კვირას სტამბოლში მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს. არც მას უნახავს მემორანდუმი“, – აღნიშნა კელოგმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანია ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ჰაერში, ხმელეთზე, ზღვაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს