კიტ კელოგი პუტინის შეთავაზებაზე – პირველ რიგში, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და მის განმავლობაში, ყოვლისმომცველ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლა, არა პირიქით

პირველ რიგში, უნდა შედგეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტ ს სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა.
კელოგმა კომენტარი გააკეთა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, კრისტოფერ ლაკსონის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ნათქვამია, რომ ში ხანგრძლივი მშვიდობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს.
„ამას ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრიც კი ხვდება. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, შეწყვიტეთ მკვლელობები! პირველ რიგში, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და მის განმავლობაში, ყოვლისმომცველ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლა. არა პირიქით“, – დაწერა კელოგმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა