კიტ კელოგი – პესკოვის კომენტარები ორუელისეულია – რუსეთის მტკიცება, რომ და სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებენ, უსაფუძვლოა

რუსეთის მტკიცება, რომ და სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებენ, უსაფუძვლოა, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი X-ზე წერს.
უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ტემპი დამოკიდებულია როგორც უკრაინის პოზიციაზე, ისე აშშ-ის შუამავლობის ეფექტურობაზე.
„პესკოვის ბოლოდროინდელი კომენტარები მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ორუელისეულია. რუსეთის მტკიცება, რომ აშშ და უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებენ, უსაფუძვლოა“, – წერს კიტ კელოგი.
მისი თქმით, ომის დასრულების მიზნით პროგრესის მისაღწევად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიდგომა „თანმიმდევრული და მტკიცეა“.
„ჩვენი მოწოდება დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასასრულებლად სამმხრივი მოლაპარაკებებია. არ შეიძლება რუსეთმა დროის გაჭიანურება გააგრძელოს, მაშინ როცა უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შათირიშვილი: „დიპ სტეიტის“ საძულველი ორბანი, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ეს ადმინისტრაცია ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით – სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს

კობახიძე: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადავხედეთ ხელშეკრულებას და შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით, 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა – უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი