კიტ კელოგი – პატივი მერგო დავინიშნო პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინისა და რუსეთის საკითხებში – მოუთმენლად ველი მუშაობას მშვიდობის ძალის მეშვეობით უზრუნველყსაყოფად

გადამდგარი გენერალი კიტ კელოგი, რომელიც -ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და ს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დაასახელა, აცხადებს, რომ მზად არის დაუღალავად იმუშაოს „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ უზრუნველყოფის მიზნით. ამის შესახებ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„პატივი მერგო პრეზიდენტ სგან დავინიშნო პრეზიდენტის თანაშემწედ და სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინისა და რუსეთის საკითხებში. ამერიკის ინტერესების დაცვისას, მოუთმენლად ველი დაუღალავად მუშაობას მშვიდობის ძალის მეშვეობით უზრუნველყსაყოფად“, – აცხადებს კიტ კელოგი.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება