კიტ კელოგი – ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთება სამართლიანია – ისინი არ საუბრობენ მხოლოდ უკრაინაზე, ისინი საუბრობენ საქართველოსა და მოლდოვაზეც

კრემლის შეშფოთება ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით სამართლიანია და მზადაა, ეს საკითხი სთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„ეს სამართლიანი შეშფოთებაა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მაგიდაზე არ დევს და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ამბობს. იცით, ალბათ შემიძლია ნატო-ში კიდევ ოთხი ქვეყანა დაგისახელოთ და ნატო-ში გაწევრიანების ნებართვისთვის 32-დან 32 ქვეყანაა საჭირო. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც დააყენებს. ისინი არ საუბრობენ მხოლოდ უკრაინაზე, ისინი საუბრობენ ასევე საქართველოზე, მოლდოვაზე. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია შევაჩეროთ ნატოს გაფართოება თქვენს საზღვრებთან ახლოს. ეს მათთვის უსაფრთხოების საკითხად ითვლება“, – განაცხადა კელოგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა