კიტ კელოგი – მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

მჯერა, ს წინააღმდეგ -ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადაა, – ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„შაბათ-კვირას ვესაუბრე სენატორ ლინდსი გრეჰემს და მჯერა, რომ სანქციები მზადაა. მათ „რუსეთის წინააღმდეგ 2025 წლის სანქციების აქტი“ ჰქვია და მჯერა, რომ გრეჰემმა ის უკვე მოამზადა. სანქციები საკმაოდ მძიმეა“, – აღნიშნა კელოგმა.
მისი თქმით, სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვები, პირველ რიგში, რუსული ნავთობის ექსპორტს ეხება.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობა, შესაძლოა, მიმდინარე თვეში დაიწყოს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორი ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტს 100-დან 82 სენატორი უჭერს მხარს. კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.