კიტ კელოგი – ვფიქრობ, პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ ომში გამარჯვება არ შეუძლია

პუტინი ხვდება, რომ ამ ომში გამარჯვება არ შეუძლია, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვფიქრობ, პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს. მას გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ომში გამარჯვება არ შეუძლია. ეს არ მოხდება“, – განაცხადა კიტ კელოგმა.
მისი თქმით, რუსეთს ფრონტის ხაზზე პრობლემები აქვს.
„თუ პუტინის სამხედრო ძალებს დააკვირდებით, დაინახავთ რომ დიდი ნაწილი განადგურებულია. ტანკები მუზეუმებიდან გამოჰყავს. პრობლემა მას აქვს და არა დასავლეთს“, – აღნიშნა კელოგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას