კიტ კელოგი – დონალდ ტრამპი არ ცდილობს რაიმე მისცეს პუტინს და რუსეთს, ის ცდილობს უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის გადარჩენას

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ს მომავალი სპეციალური წარმომადგენელი ში, კიტ კელოგი აცხადებს, რომ მისი მიზანია ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ 100 დღის განმავლობაში მოიძებნოს გამოსავალი უკრაინის წინააღმდეგ ს ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ კიტ კელოგმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
კიტ კელოგის თქმით, მასაც და დონალდ ტრამპსაც ესმით, რომ გამოსავლის საპოვნელად ცოტა დრო აქვთ და რომ -ის არჩეულ პრეზიდენტს სურს ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება.
“ხალხმა უნდა გაიგოს: ის არ ცდილობს რაიმე მისცეს პუტინს ან რუსებს. ის რეალურად ცდილობს გადაარჩინოს უკრაინა და მისი სუვერენიტეტი”, – აღნიშნა კელოგმა.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, ს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ უარი თქვა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებაზე.
დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში თვლის, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი შეძლებს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს მოკლევადიან პერიოდში მისაღები გამოსავალი შესთავაზოს.
„მინდა, დავისახო მიზანი, როგორც პირად, ასევე პროფესიულ დონეზე. ვიტყოდი, დავსახოთ 100 დღე“, – აღნიშნა კელოგმა.