კიტ კელოგის განცხადებით, საუდის არაბეთში აშშ რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს

აშშ გეგმავს, რომ საუდის არაბეთში რუსეთსა და ს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს, – ამის შესახებ უკრაინაში -ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები მოიცავს ე.წ. „მაქოს დიპლომატიას“ და ს და უკრაინის წარმომადგენლები ცალ-ცალკე ოთახებში იქნებიან.
„ამბობ: “კარგი. რა პირობები გაქვთ?” და მიდიხარ მეორე მხარეს, “რა პირობები გაქვთ?” სიმართლე რომ ვთქვათ, ეს არის „მაქოს დიპლომატია“ ერ-რიადში ოთახებს შორის. შემდეგ ჩვენ ვნახავთ, სად შეგვიძლია მივიღოთ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ამ ომის დასასრულებლად, ”- განაცხადა კიტ კელოგმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრები საუდის არაბეთში 24 მარტს გაიმართება.