კიტინგი საქართველოს მთავრობას: თქვენი ქმედებები არ ჩაივლის უპასუხოდ

აშშ-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის მიმართულების ქვეკომიტეტში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წელს ჩანიშნული ს და -ს პოლიტიკის შესახებ მოსმენა გაიმართა. მოსმენაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა კომიტეტის წევრმა ბილ კიტინგმა, რომლის თქმითაც, კონსტიტუციით შეზღუდვის მიუხედავად ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მიმართულებით სვლის შესახებ, საქართველოს მთავრობამ ამ გზიდან გადაუხვია.
“წინა თვეებში ქართულმა ოცნებამ გაიტანა კრემლით ინსპირირებული კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, რათა თავს დაესხას სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში. მე ორი მესიჯი მაქვს ქართულ ოცნებასთან და ქართველ ხალხთან. პირველი, საქართველოს მთავრობას, თქვენი ქმედებები არ ჩაივლის უპასუხოდ. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების შეზღუდვების საწყისი ტრანში. […] მეორე, ქართველ ხალხს, თქვენი ამბიცია ევროკავშირში და NATO-ში ყოფნის შესახებ კარგად ცნობილია ამ კონგრესში და ადმინისტრაციაში და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ამ მიმართულებით” – თქვა ბილ კიტინგმა.
ბილ კიტინგმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ შემზღუდავი ზომები ქართული ოცნების წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ თანდათან გაფართოვდება.
კიტინგმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა წლების განმავლობაში მკაფიოდ გამოხატა ერთგულება ქვეყნის ევრო-ატლანტიკური გზის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ამ არჩევანს ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთებთან კვლავ ცხადჰყოფს.
ბილ კიტინგი კონგრესში MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია.