კიტეიშვილმა გაიტანა – “შტურმმა” “ბლაუ ვაისი” დაამარცხა [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგის მეცხრამეტე ტურში „შტურმმა“ სახლში „ბლაუ ვაისს“ 2:1 სძლია.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პენალტით გოლი გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 8.1, flashscore 8.1.
„შტურმი“ 40 ქულით ლიდერია და 2 მარტს სტუმრად „ზალცბურგს“ შეხვდება.
შტურმი – ბლაუ ვაისი 2:1
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (18, პენ), 2:0 იალკუიე (43), 2:1 პაშიჩი (83)