კიტეიშვილმა გაიტანა – “შტურმმა” “სლოვანს” დამაჯერებლად სძლია

კონფერენს ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „სლოვანი“ 4:1 დაამარცხა.
სამივე ქართველი ლეგიონერი სასტრტოში იყო – ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გურამ კაშია და ჯაბა კანკავა (სლოვანი). კიტეიშვილმა პენალტით გოლი გაიტანა და 83-ე წუთზე შეცვალეს.
საპასუხო დაპირისპირება 23 თებერვალს „ტეჰელნე პოლეზე“ ჩატარდება.
შტურმი – სლოვანი 4:1
გოლები: ბიერეტი (4), 1:1 როდრიგესი (8), 2:1 გორენც-სტანკოვიჩი (27), 3:1 კიტეიშვილი (64, პენ), 4:1 კამარა (90+1)
გაძევება: ვაისი (78, სლოვანი)