კიტეიშვილმა გაიტანა – “შტურმმა” მძიმე გრაცულ დერბიში გაიმარჯვა

ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში „შტურმმა“ „გრაცერი“ 2:1 დაამარცხა.
„შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: flashscore 7.5, sofascore 7.4. ოთარის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი და 3 საგოლე პასია.
„შტურმი“ 43 ქულა აქვს, ვენის „აუსტრიასთან“ ერთად ლიდერია და 16 მარტს „ლასკს“ უმასპინძლებს.
გრაცერი – შტურმი 1:2
გოლები: 1:0 პერჩტოლდი (78), 1:1 კიტეიშვილი (86), 1:2 იალკუიე (90+2)
გაძევება: პერტჩოლდი (8, გრაცერი)