კიტეიშვილმა გაიტანა – “შტურმმა” “აუსტრიას” მოუგო

ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურში „შტურმმა“ კლაგენფურტში „აუსტრიას“ 2:0 სძლია.
ანგარიში 71-ე წუთზე პენანტით ოთარ კიტეიშვილმა გახსნა, რომელიც 84-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოს მასპინძლები მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდნენ და სწრაფი კონტრიერიშისას მეორე გოლი მიკა ბიერეტმა გაუტანა.
გრაცული გუნდი ამ მომენტისთვის 6 ქულით მეორე ადგილზეა დ 24 აგვისტოს „ალტახს“ უმასპინძლებს.
აუსტრია – შტურმი 2:0
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (71, პენ), 0:2 ბიერეტი (90+8)
გამოუყენებელი პენალტი: ცვეტკო (63, აუსტრია)