საქართველოს ნაკრებისა და “შტურმის” 29 წლის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს.
ქართველმა 2024/25-წლებიის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში ვენის “ავტრიის” ფეხბურთელ დომინიკ ფიტსა და “ლინცის” წარმომადგენელ რინივალდოს აჯობა.
ჩვენებური ვენაში გამართულ დაჯილდოვებას ვერ ესწრებოდა, რადგან ესპანეთში იმყოფება და საქართველოს ნაკრებთან ერთად 2 უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება და მან სამადლობელი სიტყვა ვიდეომიმართვით გადაიხადა.
“მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ეს დიდი პატივია ასევე მთელი ჩემი თანაგუნდელებისთვისაც, რომელთა გარეშეც ასეთი რამ არ მოხდებოდა”, – თქვა კიტეიშვილმა.
შეხსენებისთვის, გასულ სეზონში კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 32 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. მიმდინარე სეზონშიც ქართველი ბრწყინვალედ გამოიყურება, ზედიზედ 2 მატჩში (ერთი ევროპის ლიგაზე) აიღო მეტოქეთა კარი, ჯამში კი ავსტრიის ჩემპიონატის 6 შეხვედრაში 5 შედეგიანი დარტყმა აქვს.
“უფრო ძლიერები დავბრუნდებით” – მიქაუტაძის პოსტი და მიმართვა გულშემატკივარს
ევროპა ლიგა. “შტურმი” კიტეიშვილის გარეშე დამარცხდა – გუგეშაშვილი “პაოკმა” განაცხადში არ შეიყვანა
შოკი “შტურმისთვის” – კიტეიშვილს პირადი მიზეზის გამო სამშობლოში გამგზავრება დასჭირდა
კიტეიშვილი დაბრუნდა – “შტურმმა” სტუმრად “ზალცბურგს” მოუგო
“შტურმის” მწვრთნელი: კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდა – მხოლოდ მოედანზე ყოფნითაც კი მეტოქისთვის სახიფათოა
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და “რეინჯერსს” გაუტანა
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა – “შტურმმა” “რეინჯერსს” მოუგო
