ახალი ფორმატით მიმდინარე ევროტურნირები სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის და ნელ-ნელა ერთიან სატურნირო ცხრილში ფავორიტები და აუტსაუდერები გამოიკვეთებიან.
ქართველი ლეგიონერების კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად გამოდიან. ერთი ქულა მხოლოდ ირაკლი აზაროვის “შახტარს” აქვს, რომელიც დღეს, 22 ოქტემბერს, 23:00 საათზე, ლონდონის “ემირეიტს სთედიუმზე” “არსენალის” წინააღმდეგ ითამაშებს.
არტეტას შეგირდებმა პრემიერლიგაში “ბორნმუთთან” (0:2) წააგეს. ოდეგორის დანაკლისს საკას არყოფნაც დაემატა და… ლიგის ფაზაში მათ 4 ქულა აქვთ და უკრაინელებთან დაგეგმილ გამარჯვებას ელიან.
სამწუხაროდ, ირაკლი აზაროვი დონეცკელთა რიგებში ცოტას თამაშობს, გუნდი კი უკრაინის ჩემპიონატში
მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს.
ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” ამავე დროს “სპორტინგს” კლაგენფურტში უმასპინძლებს. “კიტე” მშვენიერ ფორმაშია, უკანასკნელ ტურში დუბლი შეასრულა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მისი გუნდი ჩემპიონატის ლიდერია. 2023 წელს გრაცელებმა და ლისაბონელებმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს, სადაც პორტუგალიელებმა ორივე შეხვედრაში გაიმარჯვეს.
კაშია ლიგაზე მორიგი მატჩისთვის ემზადება
რაც შეეხება ბრატისლავის “სლოვანს”, გურამ კაშიას გუნდი მასსავით უქულო “ჟირონას” “მუნისიპალ დე მონტილივიზე” (დღეს, 23:00 სთ) ეწვევა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ლიგაზე ბევრს უშვებს და მხოლოდ ერთი გაიტანა.
სამშაბათს ცენტრალური მატჩი მადრიდში, “სანტიაგო” ბერნაბეუზე” (23:00 სთ) ჩატარდება, სადაც “რეალი” უდანაკარგო დორტმუნდის “ბორუსიას” უმასპინძლებს. მანამდე, თბილისის დროით 20:45 საათზე, უქულო “მილანი” “ბრიუგეს” დაუხვდება და ლიგის ფაზაზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.
ოთხშაბათს დიდი ინტრიგაა, ფანსი ფლიკის გაწვრთნილი “ბარსელონა” ბოლო წლებში მათ ყველაზე მეტად დამჩაგრავ მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს. აქ დიდ ბრძოლას ველით. ჯერჯერობით ორივე გუნდს ორიდან ერთი მოგება აქვს.
“ბარსელონასა” და “ბაიერნის” ბოლო წლების სტატისტიკა
ხუთშაბათი, 20:45 სთ
აინტრახტი – რიგასი (ოდიშარია/სილაგაძე);
23:00 სთ
ლიონი (მიქაუტაძე) – ბეშიქთაში.
ხუთაშაბათი, 20:45 სთ
აპოელი (დვალი) – ბორაცი;
23:00 სთ
ბეტისი – კოპენჰაგენი (გოჩოლეიშვილი).