კიტეიშვილი სასტარტოში იყო – “შტურმმა” გაიმარჯვა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში “შტურმმა” მესამე წუთზე სეედიუ იატას მიერ გატანილი გოლით საკუთარ მოედანზე “ალტახი” 1:0 დაამარცხა.
ტრავმის მორჩენის შემდეგ მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პირველად დაიწყო თამაში სასტარტოდან და 71-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე ტურნირზე 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
“შტურმი” 37 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ “ზალცბურგს” 2 ქულით ჩამორჩება და შემდეგ შეხვედრას 15 დეკემბერს ევროპა ლიგაზე ლისაბონში “სპორტინგთან” ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში