კიტეიშვილი: ვხედავთ, როგორ აერთიანებს ფეხბურთი ქვეყანას – ოცნებები უნდა ავიხდინოთ

21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა:
“განწყობის პრობლემა ნაკრებში არასდროს ყოფილა და ახლა მითუმეტეს. ვემზადებით, რათა ჩვენი ოცნებები ავიხდინოთ!
რთულ მეტოქეს ველით. კონცენტრაცია საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ და ყველამ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა წარმოვადგინოთ.
კანკავა გამორჩეული ფეხბურთელია და მისი ყოფნა დიდი ძალაა, რასაც თითოეული ფეხბურთელი ვიგრძნობთ…
ვხედავთ, როგორი გარემოა და როგორ აერთიანებს ფეხბურთი ქვეყანას. მადლობა ყველას. იმედია, ამ ერთიანობას მოედანზე გადავიტანთ!..
ფეხბურთს პასუხისმგებლობა ახლავს და ამას
ვგრძნობთ. როცა მატჩი ახლოვდება, წნეხი მატულობს, მაგრამ ვემზადებით და პასუხისმგებლობასა და შემართებას სწორი კუთხით წარვმართავთ.”

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში