ავსტრიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში “შტურმმა” საკუთარ მოედანზე “ზალცბურგი” 5:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 86 წუთი გაატარა.
“შტურმი” 19 ქულით 1-ელ ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს სახლში “გრაცერთან” ჩაატარებს.
შტურმი – ზალცბურგი
გოლები: 1:0 იალქი (15), 2:0 ბერეტი (30), 3:0 ბერეტი (51), 4:0 ბერეტი (62), აივუ (5:0).