კიტეიშვილის “შტურმმა” მოიგო და ბუნდესლიგაში გალიდერდა

ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში „შტურმმა“ სახლში „რაპიდი“ 1:0 დაამარცხა.
თამაში საინტერესო სანახავი ნამდვილად არ იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, გოლის გამტანი არც ერთი გუნდი არ ჩანდა და თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დედაქალაქელთა მეკარე ნიკლას ჰელდმა უხეში შეცდომა დაუშვა და გრაცელთა თავდამსხმელ მიკა ბიერეტს ისღა დარჩენოდა ბურთი ცარიელ კარში შეეგორებინა. ბოლოს სტუმრები შტურმზე გადავიდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა 84-ე წუთამდე ითამაშა. მან flashscore-სგან 7.3 შეფასება დაიმსახურა, sofascore-სგან კი – 7.0.
„შტურმი“
35 ქულით ლიდერია და 24 აპრილს ისევ „რაპიდს“ დაუპირისპირდება, ოღონდ ამჯერად ვენაში. მეორე პოზიციაზე 32 ქულით „ზალცბურგია“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
შტურმი – რაპიდი 1:0
გოლი: ბიერეტი (79)

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში