კიტეიშვილის “შტურმი” ფრეს დასჯერდა, მაგრამ ოქროს დუბლის შტურმზე წავიდა

ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში „შტურმი“ გასვლაზე „ზალცბურგს“ დაუზავდა – 2:2.
„შტურმი“ პრასის დუბლით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და ფრეს მიაღწიეს.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი სასტარტოში იყო, მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 69-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ “ზალცბურგმა” თამი გარდატეხის შეტანა მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ მოახერხა. ქართველის თამაში Sofascore-მ 6.9 ქულით შეაფასა, Flashscore-მ კი 6.8-ით.
3 ტურით ადრე „შტურმი“ „ზალცბურგს“ 3 ქულით უსწრებს, მეოთხე საჩემპიონო ტიტულთან ახლოსაა და თასის მოპოვებაც შეუძლია.
გრაცული გუნდი 1-ელ მაისს თასის ფინალში
„რაპიდს“ შეხვდება, ხოლო 5 მაისს ჩემპიონატის მორიგ ტურში „ჰარტბერგს“ დაუხვდება.
ზალცბურგი – შტურმი 2:2
გოლები: 0:1 პრასი (1), 0:2 პრასი (34), 1:2 ნენე (72), 2:2 კონატე (82)